7 რამ, რაც ბავშვებს გენეტიკურად მხოლოდ მამისგან გადაეცემათ
1792699875
უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიუროს ინფორმაციით, უკრაინის ოპოზიციური პლატფორმა - „სიცოცხლისთვის“ ხელმძღვანელი ვიქტორ მედვედჩუკი საერთაშორისო ძებნაში გადასცეს.
BBC-ის ცნობით, მანამდე მედვედჩუკი შინაპატიმრობაში იმყოფებოდა, 27 თებერვლიდან კი მისი ადგილსამყოფელი უცნობია.
დღეს სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების ზომად - პატიმრობა განუსაზღვრა.
ცნობისთვის, მედვედჩუკს სახელმწიფო ღალატში ედება ბრალი. მედვედჩუკი პუტინთან დაახლოებული პირია და ის აქტიურად უჭერდა მხარს დონბასელ სეპარატისტებს.