ვინ არის 21 წლის ლამაზმანი, რომლის გარეგნობამ ინტერნეტი ააფეთქა - ექსკლუზიური ინტერვიუ
1775504770
უკრაინაში, ზაპოროჟიეს ოლქში ატომურ ელექტროსადგურში ხანძარი იყო. ცეცხლი რუსეთის მიერ ატომურ ელექტროსადგურზე მიტანილი იერიშის შედეგად გაჩნდა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ერთ-ერთმა თანამშრომელმა ჩაწერა ვიდეომიმართვა, რომელშიც განაცხადა, რომ რუსეთი ატომურ ელექტროსადგურს ბომბავს.
„ყურადღება! რუსეთის ფედერაციის აღჭურვილობა ესვრის ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს. ევროპის უდიდეს ატომურ ელექტროსადგურზე არის ბირთვული საფრთხის რეალური საშიშროება. ჩვენ ვითხოვთ ცეცხლის შეწყვეტას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე“, – განაცხადა ელექტროსადგურის თანამშრომელმა.
ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია.