დედამიწის ბრუნვა მოულოდნელად აჩქარდა - ცნობილია რა მოხდება მომდევნო კვირებში
1751658914
კიევზე რუსული ძალების შეტევის შედეგად უკრაინაში პოლონეთის საელჩოს შენობა დაზიანდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსეთის საელჩოს უკვე გადასცეს საპროტესტო ნოტა ავიადარტყმების შესახებ. სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს საერთაშორისო სამართლის, კერძოდ ვენის 1961 წლის კონვენციის დარღვევაა.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ აღნიშნა, რომ რუსულმა შეტევამ ხანძრები და მნიშვნელოვანია დაზიანებები გამოიწვია. ამ დარტყმის ფონზე მან აშშ-ის ლიდერს მიმართა.
„პრეზიდენტო ტრამპ, პუტინი თქვენს სამშვიდობო ძალისხმევას დასცინის. გთხოვთ, განაახლეთ უკრაინისთვის საზენიტო საბრძოლო მასალების მიწოდება და აგრესორის წინააღმდეგ ახალი მკაცრი სანქციები შემოიღეთ“, - განაცხადა სიკორისკიმ.