მძღოლი დაჯარიმდება 100, 200 და 300 ლარით, ასევე დააკლდება ქულები - რეგულაციის დეტალები
1794996190
უკრაინის ეროვნულმა ბანკმა, ქვეყნის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად თანხების მოსაზიდად, სპეციალური ანგარიში გახსნა. გენერალურმა შტაბმა ანგარიშის ნომერი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა:
UA843000010000000047330992708
როგორც გენერალური შტაბი განმარტავს, გადაწყვეტილების მიზეზი უკრაინაში საომარი მდგომარეობის რეჟიმი, რუსეთის შეიარაღებული აგრესია, უკრაინის დამოუკიდებლობისა და მისი ტერიტორიული მთლიანობის წინაშე არსებული საფრთხეა.
როგორც ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, ეროვნულ ვალუტასთან ერთად, ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა სხვადასხვა ვალუტით - აშშ დოლარით, ევროთი და ბრიტანული ფუნტითაც შეიძლება.
