მძღოლი დაჯარიმდება 100, 200 და 300 ლარით, ასევე დააკლდება ქულები - რეგულაციის დეტალები
1794996190
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ასამბლეამ საგანგებო რეზოლუცია მიიღო, რომელშიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია მკაცრად არის დაგმობილი. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა 88 ქვეყანამ, 12 წინააღმდეგ გამოვიდა, 53-მა კი თავი შეიკავა.
რეზოლუციის ავტორები რუსეთს მოუწოდებენ, უკრაინის ტერიტორიაზე საავადმყოფოებისა და სამედიცინო დაწესებულებების დაბომბვა შეწყვიტონ.