ვინ არის 21 წლის ლამაზმანი, რომლის გარეგნობამ ინტერნეტი ააფეთქა - ექსკლუზიური ინტერვიუ
1775504770
ხარკოვის რეგიონში, იზიუმში, სახლის ნანგრევების ქვეშ 44 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
„დროებით ოკუპირებულ იზიუმში, ხუთსართულიანი შენობის ნანგრევების ქვეშ, რომელიც ოკუპანტებმა მარტის პირველ ათ დღეში გაანადგურეს, 44 დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს. ეს არის რუსი დამპყრობლების კიდევ ერთი საშინელი სამხედრო დანაშაული. ისინი პასუხს აგებენ ყველაფრისთვის“, - ამბობს ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარე.
შეგახსენებთ, რომ რუსული ჯარები უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრნენ. რუსებმა ჯერ სამხედრო, შემდეგ კი სამოქალაქო ობიექტები დაბომბეს.