მძიმე ავარია სანაპიროზე - მოტოციკლი მანქანას შეეჯახა
1753282994
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი გიდეონ საარი კიევში ჩავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინელ კოლეგასთან, ანდრეი სიბიგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, გიდეონ საარმა აღნიშნა, რომ ისინი გმობენ რუსეთის თავდასხმებს უკრაინაზე.
„ისრაელს და უკრაინას განსაკუთრებული კავშირი აქვთ. ორივე ერი რთული გამოწვევების წინაშე დგას, ორივენი ომსა და ტკივილს ვაწყდებით“, – განაცხადა საარმა.
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინას ეწვია სოლიდარობის და მხარდაჭერის გამოსახატად უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ.
ცნობისთვის, უკრაინაში ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ბოლოს 2023 წელს იმყოფებოდა. მაშინ ამ თანამდებობას ელი კოენი იკავებდა.