ლოცვა, რომელიც ხარების დღესასწაულზე იკითხება
1775503911
„როგორ უნდა მოვიქცეთ „ზარინის“ გამოყენების შემთხვევაში“ - ამის შესახებ „რონდელის ფონდის“ მკვლევარი ზურაბ ბატიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„1. გაიხადეთ ტანსაცმელი და ეს ტანსაცმელი მოათავსეთ დახურული პარკში;
2. სხეულის დაზიანებული მონაკვეთები დაიბანეთ წყლით (საპნის გამოყენების გარეშე);
3. შეძლებისდაგვარად გაეცალეთ იმ ზონას, სადაც „ზარინი“ იქნა გამოყენებული.
გაითვალისწინეთ, რომ „ზარინს“ არ აქვს ფერი და სუნი. ამიტომ მას ვერ დაინახავთ და ვერც მის სუნს შეიგრძნობთ“, - წერს ბატიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის ქალაქ მარიუპოლში რუსმა საოკუპაციო ძალებმა უკრაინელი სამხედროებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ უცნობი მომწამვლელი ნივთიერება გამოიყენა, რომელიც მტრის უპილოტო საფრენი აპარატიდან ჩამოაგდეს.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული საინფორმაციო სააგენტო „უნიანი“ „აზოვის“ ბატალიონზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც InformNapalm-ი იუწყება, შესაძლოა ადგილზე „ზარინი“ გამოიყენეს, რომელიც ქიმიური იარაღია.
ლოცვა, რომელიც ხარების დღესასწაულზე იკითხება
1775503911
რომელი ლოცვა აღარ იკითხება დღეიდან
1775419264
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
1775502497