გამოვლინდა ასაკი, რომლის შემდეგაც დაბერება საგრძნობლად ჩქარდება - მეცნიერების უახლესი დასკვნა
1779135073
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსეთი უკრაინის საჰაერო სივრცეზე კონტროლის დამყარებას ვერ ახერხებს, რაც მოსკოვის ერთ-ერთი მთავარ მიზანს წარმოადგენდა. ამის შესახებ BBC წერს.
სამინისტროს უახლესი სადაზვერვო ინფორმაციის თანახმად, რუსეთმა „ვერ შეძლო საჰაერო სივრცეზე კონტროლის მოპოვება და დიდწილად ეყრდნობა რუსეთის საჰაერო სივრციდან გაშვებულ იარაღს“.
„საჰაერო სირცეზე კონტროლის მოპოვება იყო რუსეთის ერთ-ერთი მთავარი მიზანი კონფლიქტის დაწყების დღეებში და ამ მიზნის მიღწევის მუდმივმა წარუმატებლობამ მნიშვნელოვნად შეაფერხა მათი ოპერატიული პროგრესი“, - აცხადებენ სამინისტროში.