იესოს დროინდელი გამოცანა - მეცნიერებმა გაშიფრეს წარწერა ბეჭედზე, რომელიც პილატეს უკავშირდება
1788630482
გვაქვს სანდო ცნობები რომ რუსი სამხედროები ხოცავდნენ უკრაინელებს, რომლებიც ტყვედ ჩაბარებას ცდილობდნენ,- ამის შესახებ საერთაშორისო სამართლის საკითხებში გაეროში აშშ-ის საგანგებო წარმომადგენლმა ბეთ ვან შააკმა განაცხადა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
„იმ შემთხვევაში, თუ ეს ფაქტი დადასტურდება, ეს იქნება ომის წარმოების პრინციპების დარღვევა“, – განაცხადა შააკიმ.
მისი თქმით, ვაშინგტონს ასევე აქვს სანდო შეტყობინებები იმ ხალხის შესახებ, რომლებიც ზურგს უკან შეკრული ხელებით დახვრიტეს, ასევე ცხედრების შესახებ, რომელთაც სხეულზე წამების კვალი ამჩნევიათ, ასევე ქალებსა და გოგონებზე სექსუალური ხასიათის ძალადობის შესახებ.