მძღოლი დაჯარიმდება 100, 200 და 300 ლარით, ასევე დააკლდება ქულები - რეგულაციის დეტალები
1794996190
გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში, გუშინ მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ უკრაინაში ჩავიდა.
„მოსკოვში ვიზიტის შემდეგ, უკრაინაში ჩამოვედი. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ჰუმანიტარული მხარდაჭერის გაფართოებისა და კონფლიქტის ზონებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის უზრუნველსაყოფად. რაც უფრო მალე დასრულდება ეს ომი, მით უკეთესი უკრაინისთვის, რუსეთისა და მსოფლიოსთვის“, - აღნიშნა გაეროს გენერალურმა მდივანმა.
