„შენი ლამაზი თვალები როგორ უნდა იყოს დახუჭული...“ - ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
1778529855
ევროკავშირის ლიდერები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე შეთანხმდნენ.
შეზღუდვები მოიცავს ფინანსურ სექტორს, რომელიც რუსეთის საბანკო ბაზრის 70%-სა და სახელმწიფოს კუთვნილ ძირითად კომპანიებს შეეხება, მათ შორის თავდაცვის სფეროში.
სანქციები დაწესდება ენერგოსექტორშიც, საუბარია ექსპორტის აკრძალვაზე, რომელიც ნავთობის სექტორს დააზარალებს, ასევე აიკრძალება რუსეთის ავიახაზებისთვის თვითმფრინავებისა და შესაბამისი აღჭურვილობის მიყიდვა.
რუსეთს შეეზღუდება წვდომა მნიშვნელოვან ტექნოლოგიებზე და ვიზებზე. დიპლომატებსა და ბიზნესწარმომადგენლებს აღარ ექნებათ ევროკავშირში პრივილეგირებულად შესვლის საშუალება.