დიმიტრი პესკოვი: ზელენსკის დონბასიდან ჯარების გაყვანის შესახებ გადაწყვეტილება უკვე დღეს უნდა მიეღო

დიმიტრი პესკოვი

 რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის დონბასიდან ჯარების გაყვანის გადაწყვეტილება უკვე დღეს უნდა მიეღო.

აღსანიშნავია, რომ მანამდე ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთმა უკრაინას დონბასიდან ჯარების გასაყვანად ორთვიანი ვადა მისცა, წინააღმდეგ შემთხვევაში მომავალი სამშვიდობო შეთანხმების პირობების შეცვლით დაიმუქრა.

„რაც შეეხება ორ თვეს, საქმე ორ თვეში არაა. ზელენსკის უკვე დღეს უნდა მიეღო გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ უკრაინულ ჯარს დონბასის ტერიტორია დაეტოვებინა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ გასულიყო. ამის შესახებ არაერთხელ თქმულა. წესით, ზელენსკის ჯერ კიდევ გუშინ უნდა მიეღო ეს გადაწყვეტილება, როგორც ადრე გვითქვამს, მას საკუთარ თავზე უნდა აეღო პასუხისმგებლობა“, - განაცხადა პესკოვმა.