„ბავშვმა მამის მაისური ჩაიხუტა, ხელს ვერ აშვებინებენ..." - ბექა ჩხაიძის ვიდეომიმართვა
1761721860
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ქალაქ მარიუპოლში 2 400-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სკოპიეში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ომის გამო, 2.6 მილიონზე მეტი ადამიანი უკრაინიდან გაიქცა, ხოლო ლტოლვილთა რიცხვი შესაძლოა 4-5 მილიონამდე გაიზარდოს.