წვიმა, თოვლი, -7 გრადუსამდე ყინვა - 14 დეკემბრის მოსალოდნელი ამინდი საქართველოს რეგიონებში
1765655329
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო ორი დღის განმავლობაში, მარიუპოლში მდებარე ფოლადის ქარხნის, „აზოვსტალის“ ტერიტორია 959-მა მებრძოლმა დატოვა, მათ შორის 80-მა დაჭრილმა.
შესაბამისი მონაცემები რუსეთის თავდაცვის უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა იგორ კონაშენკოვმა
პარალელურად, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი „ბიბისისთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ „აზოვსტალში“ კიდევ რჩება ბევრი ადამიანი და მათ გამოსაყვანად მოლაპარაკებები გრძელდება. ანა მალიარის განცხადებით, „აზოვსტალის“ ქარხნიდან მებრძოლების გადარჩენის ოპერაცია დასრულდება მაშინ, როდესაც მარიუპოლის ყველა მცველი უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იქნება გადაყვანილი.