თამო ვაშალომიძე წითელ ხალიჩაზე მომხდარ ინციდენტზე კომენტარს აკეთებს
1788637905
ავსტრალიაში მცხოვრებმა მამაკაცმა 84 წლის შეყვარებული მოხუცთა სახლიდან გაიტაცა. ინფორმაციას ამის შესახებ Mirror-ი ავრცელებს.
ტერი გიბსის თქმით, საყვარელი ქალისგან შორს ყოფნა აღარ შეეძლო, ამიტომ გადაწყვიტა უკიდურესი ზომებისთვის მიემართა და ლიზლი თავისთან წამოეყვანა.
წყვილი ერთად 15 წლის განმავლობაში ცხოვრობდა. მას შემდეგ კი, რაც ქალს ალცჰაიმერის დიაგნოზი დაუსვეს, შვილებმა ის თავშესაფარში გადაიყვანეს.
ტერისა და ლიზლის პოლიციამ ქვეყნის საზღვართან მიაგნო.