საბედისწერო წამები გარდაბანში - რა უძღოდა წინ ავარიას, რომელსაც 7 ადამიანი ემსხვერპლა
1778754540
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხედროებს დაავალა, მოემზადონ რუსეთის არმიის მიერ უკრაინულ ქალაქებზე განხორციელებულ მასშტაბურ თავდასხმებზე საპასუხო მოქმედებებისთვის.
„უკრაინის თავდაცვის ძალებსა და სპეციალურ სამსახურებს დავავალე, წარმოადგინონ შესაძლო ფორმატები ჩვენი პასუხისთვის ამ დარტყმაზე“, – დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელებში.
ზელენსკის თქმით, რუსმა სამხედროებმა ორი დღის განმავლობაში უკრაინაზე კომბინირებული იერიშები მიიტანეს.
ამასთან, მედიის ცნობით, ამ პერიოდში გაშვებული იყო 1 567 დრონი და 56 რაკეტა. ყველაზე მძიმე შედეგები იერიშებს კიევში მოჰყვა. საცხოვრებელ სახლზე დარტყმის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა, 45 კი დაშავდა. ნანგრევების გაწმენდითი სამუშაოები კვლავ გრძელდება.
ქალაქში 15 მაისი გლოვის დღედ გამოცხადდა.