6,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა - ნახეთ, ეპიცენტრი
1749415180
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთთან ტყვეების გაცვლის პროცესი დაწყებულია. ტყვეების გაცვლა კიევსა და მოსკოვს შორის რამდენიმე ეტაპად უახლოეს დღეებში გაგრძელდება. სამხედრო ტყვეების საკითხზე მომუშავე საკოორდინაციო შტაბში აცხადებენ, რომ, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, გათავისუფლებული უკრაინელების რაოდენობასთან დაკავშირებით საბოლოო მონაცემებს მოგვიანებით გამოაქვეყნებენ.
ტყვეების გაცვლაზე მხარეები სტამბოლში გამართული ბოლო მოლაპარაკებების დროს შეთანხმდნენ.
„ჩვენები სახლში არიან, უკრაინელები სახლში ბრუნდებიან რუსეთის ტყვეობიდან. დღეს დაიწყო გაცვლა, რომელიც რამდენიმე ეტაპად უახლოეს დღეებში გაგრძელდება. ახლა დაბრუნებულთა კატეგორიებს შორის არიან დაჭრილები და მძიმედ დაჭრილები, ასევე 25 წელზე ნაკლები ასაკის პირები. პროცესი საკმაოდ რთულია, მრავალი სენსიტიური დეტალია, მოლაპარაკებები ფაქტობრივად ყოველდღე გრძელდება. ვიმედოვნებთ, რომ სტამბოლის შეხვედრის ფარგლებში მიღწეული შეთანხმებები ჰუმანიტარულ საკითხებზე სრულად იქნება განხორციელებული. მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ ყველა დავაბრუნოთ. ამისთვის ყველა დონეზე ვმუშაობთ. უნდა დავაბრუნოთ სახლში ტყვეობაში მყოფი თითოეული ადამიანი. მადლობა მათ, ვინც გვეხმარება“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
არსებული ცნობებით, დღეს გათავისუფლებულებს შორის არიან მარიუპოლის დამცველები, რომლებიც ტყვეობაში სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებოდნენ.