პოლონეთიდან 27 ქართველი გამოაძევეს
1752781082
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინი არ არის მზად კომპრომისებისთვის, რათა შეაჩეროს თავისი სასტიკი ომი.
მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აქვს ძალა, რუსეთის ლიდერი მუხლებზე დააჩოქოს მკაცრი სანქციების დაჩქარებით, რამაც შესაძლოა სოციალური აფეთქება გამოიწვიოს რუსეთში.
„მან [პუტინმა] ეს უნდა იგრძნოს“, - ხაზგასმით აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ამავე დროს, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ 50-დღიანი ვადა უკრაინაში მხოლოდ მეტ სიკვდილსა და ნგრევას ნიშნავს.
ზელენსკის თქმით, ასეთი დაყოვნება პუტინს კიდევ უფრო მეტ დროს აძლევს თავისი სამხედრო დანაშაულების განსახორციელებლად.