ზელენსკი შესაძლოა ვერ დაესწროს რომის პაპის დაკრძალვას

ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი შესაძლოა ვერ დაესწროს რომის პაპის დაკრძალვას. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

„თუ ვერ მოვასწრებ, უკრაინა ღირსეულად იქნება წარმოდგენილი. საგარეო საქმეთა მინისტრი და პირველი ლედი იქ იქნებიან. ჩემთვის მნიშვნელოვანია აქ ყოფნა“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მან ასევე განაცხადა, რომ რამდენიმე სამხედრო შეხვედრა აქვს დაგეგმილი.

„ამ დარტყმასთან [რუსეთის დარტყმა კიევზე] და უკრაინის შესაბამის ნაბიჯებთან დაკავშირებით რამდენიმე დახურული საკითხია. არ ვიცი, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს. თუ მოვახერხებ, აუცილებლად დავესწრები, რადგან უკვე ვთქვი, რომ ეს უკრაინისთვის მნიშვნელოვანია“, - დასძინა მან.