ზელენსკი პირობას დებს, რომ პარლამენტს წარუდგენს კანონპროექტს, რომელიც უზრუნველყოფს „სამართალდამცავი სისტემის სიძლიერეს“ და შეინარჩუნებს „ყველა ნორმას ანტიკორუფციული ინსტიტუტების დამოუკიდებლობისთვის“

ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი პირობას დებს, რომ პარლამენტს წარუდგენს კანონპროექტს, რომელიც უზრუნველყოფს „სამართალდამცავი სისტემის სიძლიერეს“ და შეინარჩუნებს „ყველა ნორმას ანტიკორუფციული ინსტიტუტების დამოუკიდებლობისთვის“.

„რა თქმა უნდა, ყველამ მოისმინა, რასაც ამბობენ ადამიანები ამ დღეებში - სოციალურ ქსელებში, ქუჩებში. ეს ყველაფერი ტყუილად არ არის. გაანალიზებულია ყველა შეშფოთება, ყველა ასპექტი იმისა, თუ რა უნდა შეიცვალოს და რა უნდა გააქტიურდეს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

„მე შევთავაზებ უკრაინის უმაღლეს რადას კანონპროექტს, რომელიც იქნება პასუხი და უზრუნველყოფს სამართალდამცავი სისტემის სიძლიერეს. არ იქნება არანაირი რუსული გავლენა ან ჩარევა სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობაში, და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, შენარჩუნდება ყველა ნორმა ანტიკორუფციული ინსტიტუტების დამოუკიდებლობისთვის“, - დასძინა მან.