„ისევ ისე გაგახარებთ, როგორც აქამდე“ - ხვიჩა კვარაცხელიას დედა მიმართვას ავრცელებს
1792698539
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ლატვიის პრეზიდენტთან, ეგილს ლევისტსთან ერთად ლვოვში ჩავიდა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა მეუღლეებთან ერთად პატივი მიაგეს ომში დაღუპული სამხედროების ხსოვნას.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ერთ-ერთი საავადმყოფო მოინახულა, სადაც უკრაინელი სამხედროები მკურნალობის კურსს გადიან. საავადმყოფოში ის სამხედროები მკურნალობენ, რომლებიც ბახმუტის ბრძოლაში მონაწილეობდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა მათ სწრაფად გამოჯანმრთელება უსურვა და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.