თამო ვაშალომიძე წითელ ხალიჩაზე მომხდარ ინციდენტზე კომენტარს აკეთებს
1788637905
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩინეთის ლიდერს სი ძინპინს პირდაპირი მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, პეკინი მსგავს მოთხოვნებს უპასუხოდ ტოვებს.
South China Morning Post-ის მიერ დღეს გამოქვეყნებულ ინტერვიუში ზელენსკი იხსენებს, რომ უკრაინისა და ჩინეთის ლიდერებმა ბოლოს ერთი წლის წინ ისაუბრეს.
მისივე თქმით, 24 თებერვალს რუსეთის შეჭრის შემდეგ, უკრაინულმა მხარემ "ოფიციალურად მოითხოვა საუბარი" სი ძინპინთან, მაგრამ პეკინს ამ მოთხოვნაზე არ უპასუხია.