როგორ დავიძინოთ, თუ ოთახში ძალიან ცხელა
1753709700
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლებთან განიხილა კანონპროექტები, რომლებიც ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობის აღდგენას ეხება.
„ვესაუბრე დანიის პრემიერ-მინისტრს, მეტე ფრედერიკსენს და კანადის პრემიერ-მინისტრს, მარკ კარნის ჩემს კანონპროექტზე, რომელიც უზრუნველყოფს ანტიკორუფციული ინფრასტრუქტურისა და სხვა სამართალდამცავი ორგანოების ნორმალურ მუშაობას. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ეს კანონი 31 ივლისს იყოს მიღებული. ყველა პარტნიორი მხარს უჭერს მას. დღეს ეს საკითხი განვიხილეთ უკრაინის უმაღლესი რადას წარმომადგენლებთან და ჩვენი მთავრობის მაღალჩინოსნებთან. შედეგი აუცილებლად უნდა იყოს მიღწეული“, – განაცხადა ზელენსკიმ
ცნობისთვის, უმაღლეს რადაში დარეგისტრირებულია რამდენიმე კანონპროექტი, რომლებიც ეხება უკრაინის ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობის აღდგენას. ზელენსკიმ საკანონმდებლო ცვლილებების საკუთარი ვერსია რადაში მას შემდეგ წარადგინა, რაც პრეზიდენტის ოფისთან მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყო.
25 ივლისს უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანონპროექტს დეპუტატები 31 ივლისს განიხილავენ.