ხვიჩა კვარაცხელიას და ზურიკო დავითაშვილის სახლი გაქურდეს
1749409244
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ყირიმის ხიდისა და ნახევარკუნძულისკენ ენერგორესურსების მიმწოდებელი ინფრასტრუქტურის დაცვის გაძლიერების ბრძანება გასცა.
ამასთან, ყირიმის ე.წ ლიდერის, სერგეი აკსენოვის ცნობით, ნახევარკუნძულზე ტერორიზმის საფრთხის მაღალი – ყვითელი დონე გამოცხადდა, რომელიც 23 ოქტომბრამდე იმოქმედებს.
,,რეგიონში სიმშვიდეა, სიტუაცია სრულად კონტროლდება რესპუბლიკური და ადგილობრივი აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ. ყირიმის რესპუბლიკის, მისი მცხოვრებლებისა და სტუმრების უსაფრთხოებას სრულად უზრუნველყოფენ სამართალდამცავი ორგანოები“, - წერს სერგეი აკსენოვი ,,ტელეგრამ“ არხზე.