ვოლოდიმირ ზელენსკი: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ომი რუსეთის ტერიტორიაზე გადავიტანოთ

გალკი

 უკრაინა ახალ იერიშებს ამზადებს, რომლის მიზანი ომის რუსეთის ტერიტორიაზე გადატანაა. შესაბამისი განცხადება ვოლოდიმირ ზელენსკიმ არმიის სარდალთან, სირსკისთან და გენშტაბის ხელმძღვანელთან, ანდრეი გნატოვთან შეხვედრის შემდეგ, Facebook-ზე გამოაქვეყნა. მისივე განცხადებით, რუსული არმია დასახულ მიზანს მნიშვნელოვნად ჩამორჩა.

„ჩვენ ვხედავთ მტრის განზრახვას და შეტევის მცდელობას, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ მათი ყოველი მცდელობა ჩვენი დანაყოფების სიმტკიცისა და აქტიური თავდაცვის გამო წარუმატებლად სრულდება. რუსეთის არმია ამ ზაფხულში მნიშვნელოვნად ჩამორჩა თავის დასახულ მიზანს. ჩვენ გავაგრძელებთ ოკუპანტის განადგურებას და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ომი რუსეთის ტერიტორიაზე გადავიტანოთ“, - დაწერა ზელენსკიმ.