ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა ფრონტზე ცეცხლის შეწყვეტისთვის მზადყოფნას აცხადებს

ზელენსკი

 უკრაინა ფრონტზე ცეცხლის შეწყვეტისთვის მზადყოფნას აცხადებს, - ეს განცხადება ყოველდღიური მიმართვისას ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკეთა და აღნიშნა, რომ არსებული სიტუაცია, მსოფლიოს მხრიდან რუსეთზე ზეწოლის გარეშე ვერ შეიცვლება.

„რუსეთია დამნაშავე, რომ ომი დღემდე გრძელდება და ეს მსოფლიოსთვის აშკარაა“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.