1746007492
ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლითაც რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადის აეროპორტს „სტალინგრადი“ დაერქვა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის მიხედვითაც, ვოლგოგრადის აეროპორტს (გუმრაკი) „სტალინგრადი“ ეწოდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, სახელის გადარქმევის ინიციატივა ომის მონაწილეებსა და ვეტერანებს ეკუთვნოდათ და აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია რუსეთის პრეზიდენტს ვოლგოგრადის ოლქის გუბერნატორმა, ანდრეი ბოჩაროვმა გადასცა. ვლადიმერ პუტინი მას დაჰპირდა, რომ მოსკოვში დაბრუნების შემდეგ ხელს მოაწერდა აეროპორტისთვის სახელის შეცვლის შესახებ ბრძანებულებას.
რუსული მედიის ცნობით, გამოკითხვის თანახმად, ვოლგოგრადის მცხოვრებლების 67-მა პროცენტმა არ დაუჭირა მხარი სტალინგრადის სახელის დარქმევას.