1750017082
ვლადიმერ პუტინმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დაგმეს ისრაელის მიერ ძალის გამოყენება ირანის წინააღმდეგ და მოითხოვეს საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტა - კრემლი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დაგმეს ისრაელის მიერ ძალის გამოყენება ირანის წინააღმდეგ და მოითხოვეს საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტა, – ამის შესახებ აღნიშნულია კრემლის განცხადებაში.
კრემლის ცნობით, აღნიშნული საკითხი ვლადიმერ პუტინმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელეფონო საუბრისას განიხილეს.
„ორივე მხარემ გამოხატა უმწვავესი შეშფოთება ირან-ისრაელის კონფლიქტის მიმდინარე ესკალაციის გამო, რომელმაც უკვე გამოიწვია მსხვერპლთა დიდი რაოდენობა და ასევე მთელი რეგიონისთვის სერიოზული გრძელვადიანი შედეგებით არის სავსე“,- ნათქვამია კრემლის განცხადებაში.
ამასთან, კრემლში განმარტავენ, რომ ლიდერები ემხრობიან საომარი მოქმედებების დაუყონებლივ შეწყვეტასა და სადავო საკითხების მოგვარებას, მათ შორის ირანის ბირთვულ პროგამასთან დაკავშირებულის. კრემლის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მხარეები მჭიდრო თანამშრომლობის შენარჩუნებაზეც შეთანხმდნენ.