„ვითხოვ, რომ გამათავისუფლონ ჩემი თანამდებობიდან“ - რამზან კადიროვი

რამზან კადიროვი

ჩეჩნეთის ხელმძღვანელი რამზან კადიროვი თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვს. ამის შესახებ მან თავად ისაუბრა საინფორმაციო სააგენტოს Chechnya Today-სთვის მიცემულ კომენტარში.

„მე თვითონ ვითხოვ, რომ გამათავისუფლონ ჩემი თანამდებობიდან. სხვას ექნება საკუთარი ინიციატივები, საკუთარი ხედვა. იმედი მაქვს, რომ ჩემს თხოვნას მხარს დაუჭერენ“, - განაცხადა კადიროვმა.

ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა არ დააკონკრეტა ვის სთხოვდა უფლებამოსილების შეჩერებას.