მძღოლი დაჯარიმდება 100, 200 და 300 ლარით, ასევე დააკლდება ქულები - რეგულაციის დეტალები
1794996190
კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ამერიკელი სპორტული ჟურნალისტი გრანტ უოლი გარდაიცვალა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გამოცემის ცნობით, უოლი არგენტინისა და ნიდერლანდების მატჩზე მუშაობდა, რა დროსაც ის ცუდად გახდა და გონება დაკარგა. ექიმების განცხადებით, 49 წლის ჟურნალისტის გარდაცვალება გულის გაჩერებამ გამოიწვია.
ჟურნალისტის გარდაცვალების ფაქტი აშშ-ის ფეხბურთის ფედერაციამაც დაადასტურა. კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი ვალის კარიერაში რიგით მერვე იყო. რამდენიმე დღის წინ მან განაცხადა, რომ კატარში სამედიცინო კლინიკაში იმყოფებოდა.