ცვლილებები, რომლებიც მაისიდან ამოქმედდება - ვის დაეკისრება ფულადი სანქციები
1745781273
ვანკუვერის პოლიციის ინფორმაციით, მანქანის ხალხში შევარდნის შედეგად დაღუპულია ცხრა ადამიანი. არიან დაშავებულებიც. მათი რაოდენობა ზუსტდება. გარდაცვლილებს შორის არის მცირეწლოვანი ბავშვიც.
ამასთან, როგორც ქალაქის პოლიციაში აცხადებენ, თავდასხმა ჯერ არ განიხილება როგორც ტერაქტი.
სამართალდამცველების ცნობით, დაკავებულია მანქანის მძღოლი. ის 30 წლის ადგილობრივი მცხოვრებია. დანაშაულის მოტივის დადგენის მიზნით გამოძიება გრძელდება.
ცნობისთვის, ავტომობილი ვანკუვერის იმ რაიონში დაეჯახა ხალხს, სადაც ფილიპინური დღესასწაული იმართებოდა.