საქართველოს საპენსიო ფონდი განცხადებას ავრცელებს
1753447800
ველოდებით, რომ პეკინი გამოიყენებს მოსკოვზე გავლენას, რათა რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ევროკავშირი-ჩინეთის სამიტის დასრულების შემდეგ. როგორც ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, ჩინეთის ძალისხმევას ომის დასრულების კუთხით ევროკავშირთან ურთიერთობაზეც ექნება გავლენა.
„ჩინეთს გავლენა აქვს რუსეთზე, ისევე როგორც ევროკავშირს - უკრაინაზე. ჩვენ ველოდებით, რომ ჩინეთი გამოიყენებს ამ გავლენას, რათა რუსეთი სერიოზულად მიუჯდეს მოლაპარაკებების მაგიდას. ჩვენი მთავარი აქცენტი მოლაპარაკებების გზით მიღწეულ გადაწყვეტაზეა. ჩვენ გვსურს მოლაპარაკებების გზით მიღწეული გადაწყვეტა. ამჟამად გვაქვს ძალიან ინტენსიური ტექნიკური და პოლიტიკური კონტაქტები და დისკუსიები“, - აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.