„მწვანე ბარათის“ გათამაშებაში მონაწილეობის მსურველებისთვის ახალი ინფორმაცია ვრცელდება
1779540036
ფედერალური ავიაციის ადმინისტრაციისა და საჰაერო მოძრაობის კონტროლის აუდიოჩანაწერების თანახმად, United Airlines-ის თვითმფრინავი იძულებული გახდა საგანგებო დაშვება განხორციელებულიყო მას შემდეგ, რაც მგზავრმა, სავარაუდოდ, 11 კილომეტრის სიმაღლეზე კარის გაღება სცადა. ინფორმაციას NBC NEWS-ი ავრცელებს.
მედია ავიაკომპანიაზე დაყრდნობით წერს, რომ თვითმფრინავის ბორტზე 145 მგზავრი და ეკიპაჟის ექვსი წევრი იმყოფებოდა და ნიუარკიდან გვატემალაში მიემგზავრებოდა.
ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის (FAA) ცნობით, თვითმფრინავი ვაშინგტონ დალესის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა მას შემდეგ, რაც “ეკიპაჟმა მგზავრებს შორის არეულობის შესახებ განაცხადა".
United Airlines-ის განცხადების თანახმად, თვითმფრინავი უსაფრთხოდ დაეშვა და აეროპორტში „სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები დახვდნენ“, რათა იმ სიტუაციაში გარკვეულიყვნენ, რასაც კომპანია მგზავრის “უდისციპლინო” ქცევას უწოდებს.
დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.