უკრაინის ვიცე-პრემიერი ოლგა სტეფანიშინა სამუშაო ვიზიტით უნგრეთში ჩავიდა

ოლგა სტეფანიშინა

უკრაინის ვიცე-პრემიერი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში, იუსტიციის მინისტრი ოლგა სტეფანიშინა სამუშაო ვიზიტით უნგრეთში ჩავიდა.

როგორც ვიცე-პრემიერის ოფისში აცხადებენ, ბუდაპეშტში ვიზიტისას სტეფანიშინა განიხილავს უნგრეთსა და უკრაინას შორის ორმხრივი დიალოგის განვითარებას, ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვის საკითხებსა და სექტორული თანამშრომლობის შესაძლებლობებს.

ვიზიტის დროს ვიცე-პრემიერის ეწვევა უნგრულ-უკრაინულ სკოლასა და გიმნაზიას ბუდაპეშტში.