1754759209
უკრაინის ევროპელი მოკავშირეები აცხადებენ, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებში კიევიც უნდა მონაწილეობდეს - მედია

ევროპელი მოკავშირეები უკრაინას მხარს უჭერენ და დაჟინებით მოითხოვენ, რომ რუსეთთან ნებისმიერი სამშვიდობო მოლაპარაკება კიევის ჩართულობით წარიმართოს, - ამის შესახებაც BBC წერს.
"უკრაინაში მშვიდობისკენ მიმავალი გზა უკრაინის გარეშე ვერ გადაწყდება“, - ნათქვამია დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, იტალიის, გერმანიის, პოლონეთის, ფინეთისა და ევროკომისიის ლიდერების ერთობლივ განცხადებაში.
აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ 15 აგვისტოს, ომის დასრულების საკითხის განსახილველად, ალასკაში, ვლადიმერ პუტინს შეხვდება.