მასშტაბური ხანძარი საბერძნეთში - ათენთან ახლოს ცეცხლის ჩაქრობას ცდილობენ - არის მსხვერპლი

saberdzneti

მასშტაბური ხანძარია საბერძნეთში - უკვე მეორე დღეა, ათენთან ახლოს ცეცხლის ჩაქრობას ცდილობენ. დაღუპულია სამი ადამიანი.

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 260-ზე მეტი მეხანძრეა ჩართული. პროცესს ძლიერი ქარი ართულებს. ევაკუირებულია ათასობით ადამიანი.

ხანძარია სხვა ტერიტორიებზეც, მათ შორის ტურისტულ კუნძულ კეფალონიაზე.