ნახეთ ცვლილება, რომელიც 1 ივნისიდან ამოქმედდება
1745696182
უკრაინის პარლამენტის წევრი სერგეი შახოვი უკვე ორი წელია არ ესწრება უმაღლესი რადას სხდომებს. ის კომიტეტის შეხვედრებს რამდენჯერმე მხოლოდ ონლაინ ჩაერთო. მიზეზად, უცხოეთში მკურნალობას ასახელებს, თუმცა ჟურნალისტებმა ომში მყოფი ქვეყნის კანონმდებელი, ოჯახთან ერთად, დუბაის მდიდრულ აპარტამენტში აღმოაჩინეს.
რადიო “თავისუფლებისა“ და OCCRP-ის ერთობლივი გამოძიებით დადგინდა, რომ დეპუტატი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ცხოვრობს, გადაადგილდება ძვირად ღირებული ავტომობილით და მისი შვილები სწავლობენ Kent Colleague Dubai-ში. აქ სწავლის საფასური მხოლოდ ერთ მოსწავლეზე წელიწადში 40 000 დოლარია. დუბაის რეესტრიდან გაჟონილი დოკუმენტების მიხედვით, სერგეი შახოვის ცოლის სახელზე გაფორმებული უძრავი ქონების ქირავნობის ხელშეკრულება წელიწადში 100 000 დოლარის ოდენობით, სამწლიანი ვადით. უკრაინაში სერგეი შახოვს 88 მილიონი გრინვის ოდენობით ქონების დეკლარაციაში დამალვას ედავებიან.
პროკურორმა უმაღლეს რადას მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის თხოვნითაც მიმართა, თუმცა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ შახოვის კანონიერი მეუღლის, ინა ჟურბას სახელზე უკრაინაში რეგისტრირებულია შემდეგი ქონება: კიევის რეგიონში 27 მიწის ნაკვეთი, რომელთა საერთო ფართობი თითქმის 113 ჰექტარია, ორი მამული კოტეჯების ქალაქში „მზიანი ველი“ 600 კვ.მ და 1330 კვ.მ. ფართობით, კიევში, პეჩერსკზე, ელიტარულ მაღალსართულიან შენობაში 8 ბინა და 8 ავტოსადგომი, რამდენიმე კომპანიაში ავტორიზებული კაპიტალის წილები.