15 წლის შემდეგ ეყოლა ოჯახს შვილი და დააქციეს... - ავარიის დროს დაღუპულ 3 წლის ბავშვს გლოვობენ
1753560095
ტყის ხანძრები, მაღალი ტემპერატურა და მძიმე კლიმატური პირობები - თურქეთში, ალბანეთსა და კვიპროსში მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან.
თურქეთში, გარდაცვლილებს შორის არიან მეხანძრე-მაშველები, რომლებიც მოსახლეობის ევაკუაციას ცდილობდნენ. ქვეყანაში, მასობრივი ხანძრის გაჩენის მიზეზი უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურა გახდა. ხელისუფლებამ ზოგიერთი ტურისტული ზონა დახურა.
ტყის მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან კვიპროსის სამხრეთ ნაწილშიც, სადაც სტიქიას ორი ადამიანი ემსხვერპლა. 120 კვადრატულ კილომეტრზე გავრცელებული ცეცხლი და ევაკუირებული მოსახლეობა - სოფელ ლოფოუში 20-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი განადგურდა. კვიპროსს ვერტმფრენებით და თვითმფრინავებით ეხმარება იორდანია, ისრაელი და ესპანეთი.
ხანძარს ებრძვიან ალბანეთშიც. სტიქიასთან საბრძოლველად კი, საბერძნეთმა და იტალიამ ქვეყანას ოთხი თვითმფრინავი და საგანგებო სიტუაციების მართვის ბრიგადები უკვე გაუგზავნა.
ბოლო პერიოდში ხანძრების რაოდენობა საგრძნობლად გაზრდილია. სპეციალისტები მოსახლეობას სიფრთხილისაკენ მოუწოდებენ.