თურქეთში ტურისტული ავტობუსი გზიდან გადავიდა და ამოტრიალდა - არიან დაშავებულები

თურქეთი

თურქეთში, ანტალიაში ავტობუსი გადატრიალდა, რომელსაც რუსი ტურისტები გადაჰყავდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, დაშავებულია 18 რუსი ტურისტი და ავტობუსის მძღოლი.

ავარია ადგილობრივი დროით დაახლოებით 08:00 საათზე მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, კონტროლი დაკარგა და ავტობუსი ამობრუნდა.

ადგილზე დიდი რაოდენობით სასწრაფო დახმარების და პოლიციის ბრიგადები იყო მობილიზებული. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.