მსახიობი ოთო ქათამაძე გარდაიცვალა
1756024253
მე მაქვს რწენა, რომ ის მნიშვნელოვანი თანაგრძნობა, რომელიც თქვენ 648 უკრაინელი ბავშვის მიმართ გამოიჩინეთ, გავრცელდება ღაზაზეც, - ნათქვამია წერილში, რომელიც თურქეთის პირველმა ლედიმ, ემინე ერდოღანმა აშშ-ის პირველ ლედის, მელანია ტრამპს მისწერა.
ერდოღანის განცხადებით, ის შთააგონა იმ წერილმა, რომელიც აშშ-ის პირველმა ლედიმ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს გაუგზავნა და რომელიც ბავშვების მდგომარეობას ეხებოდა.
„ამ დღეებში, როდესაც მსოფლიო კოლექტიურ გამოფხიზლებას განიცდის და პალესტინის აღიარება გახდა გლობალური ნება, მჯერა, რომ თქვენი მოწოდება ღაზასთან დაკავშირებით აღასრულებს ისტორიულ პასუხისმგებლობას პალესტინელი ხალხის მიმართ“, - აღნიშნავს ემინე ერდოღანი წერილში.