კარდიოლოგებმა 60 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის ყველაზე სასარგებლო პროდუქტი დაასახელეს
1755860340
პალეონტოლოგებმა დინოზავრის ახალი სახეობა (Istiorachis macarthurae) აღმოაჩინეს, რომელსაც ზურგზე იალქნის მსგავსი წანაზარდი ჰქონდა. ის 120 მილიონ წელზე მეტი ხნის წინ ინგლისის სამხრეთ სანაპიროს მახლობლად ბინადრობდა.
აღმოჩენის შესახებ CNN-ი ლონდონის ბუნების ისტორიის მუზეუმზე დაყრდნობით წერს. დინოზავრის ძვლები უაიტის კუნძულზე იპოვეს. მეცნიერები ჯერჯერობით არ არიან დარწმუნებული, თუ რატომ ჰქონდა დინოზავრს ზურგზე იალქნისებრი წარმონაქმნი. ისინი ვარაუდობენ, რომ ამ გზით ცხოველები საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს იზიდავდნენ (ფარშევანგის კუდის მსგავსად).
მკვლევრებმა ასევე წამოაყენეს თეორია, რომ ასეთი ზურგი დინოზავრებს კუნთების გასამაგრებლად სჭირდებოდათ. მათი სიმაღლე ორ მეტრს აღწევდა, ხოლო წონა დაახლოებით 1000 კგ იყო.
„უაიტის კუნძულზე იგუანოდონტიის კიდევ ერთი წარმომადგენლის აღმოჩენა იმაზე მეტყველებს, რომ ადრეულ ცარცულ პერიოდში ეს რეგიონი ძალიან მრავალფეროვანი იყო. დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს წლებში ახალი აღმოჩენები გველოდება“, - აღნიშნა კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა ჯერემი ლოკვუდმა.