Tik-Tok გამოწვევას კიდევ ერთი სავარაუდო მსხვერპლი ჰყავს - გარდაცვლილია 12 წლის ბიჭი
1751316633
მარტიდან მოყოლებული, კონექტიკუტში, მასაჩუსეტსსა და როდ-აილენდში წყალმა ექვსი ადამიანის ცხედარი გამორიყა. პოლიციის განცხადებით, 3 მათგანის ცხედარი იდენტიფიცირებულია - ის 35, 56 და 59 წლის ქალებს ეკუთვნით. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
NBC Connecticut-ის ცნობით, 19 მარტს, კონექტიკუტის სანაპიროზე ცხედარს მიაგნეს. გამომძიებლების განცხადებით, ის 40-60 წლამდე ასაკის ქალს ეკუთვნოდა. ცხედარი ჩემოდანში იყო მოთავსებული. იგივე სცენარი მალე კონექტიკუტის სხვა 2 ქალაქშიც განმეორდა. პოლიციამ ადამიანის თავის ქალა იპოვა...
გავრცელებულმა ინფორმაციამ ადგილობრივები რეგიონში სერიული მკვლელის არსებობაზე დააფიქრა. მათი თქმით, შემთხვევები ერთმანეთთან კავშირშია და გამოძიებას საჭიროებს.
„ეს ნამდვილად სერიული მკვლელის ნამოქმედარია",- წერს Tik-Tok-ის ერთ-ერთი მომხმარებელი.
პოლიცია მოსახლეობას წინასწარი დასკვნების გამოტანისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.