დონალდ ტრამპზე თავდასხმის მცდელობა მოხდა - დაკავებულია ერთი ადამიანი

Trump

თეთრი სახლის კორესპონდენტების ვახშამზე სროლის ხმის შემდეგ შენობიდან პრეზიდენტი დონალდ ტრამპის, პირველი ლედისა და ადმინისტრაციის სხვა მაღალჩინოსნების ევაკუაცია მოხდა.

როგორც CNN-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ადმინისტრაციის წარმომადგენელი აცხადებს, დონალდ ტრამპი არ დაშავებულა და უსაფრთხოდაა. ცნობების თანახმად, საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა ჟურნალისტები გაარიდეს ტერიტორიას.

ღონისძიებას ესწრებოდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, რომლის ევაკუაციაც მოხდა. შეიარაღებული პირი იმ სასტუმროში შეღწევას ცდილობდა, სადაც ვახშამი მიმდინარეობდა. პოლიციამ ის დააკავა.

Fox News-ის ცნობით, ეჭვმიტანილი დარბაზში ირაღით შეჭრას ცდილობდა. ტრამპმა მოგვიანებით განაცხადა, რომ ინციდენტის დროს 1 პოლიციელი დაიჭრა.