1746733863
ტრამპმა განაცხადა, რომ გეგმავს ზელენსკისთან საუბარს ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმების თაობაზე

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გეგმავს ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბარს ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმების თაობაზე.
ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ-მა ახლახან გააფორმა შეთანხმება სასარგებლო წიაღისეულზე უკრაინასთან.
„ის სრულად იყო რატიფიცირებული და დამტკიცებული [უკრაინის] საკანონმდებლო ორგანოს მიერ. ჩვენ ამას ვაფასებთ. და ]უკრაინის] პრეზიდენტს ცოტა მოგვიანებით გავესაუბრები“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ამერიკელი ლიდერის თქმით, აშშ-ს ახლა წვდომა აქვს უზარმაზარი რაოდენობის მაღალი ხარისხის იშვიათმიწიერ ლითონებზე.