1755711092
ტრამპმა განაცხადა, რომ FBI-ის მიერ ჯონ ბოლტონის სახლში ჩატარებული ჩხრეკის შესახებ არაფერი იცის

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ FBI-ის მიერ მისი ყოფილი მრჩევლის, ჯონ ბოლტონის სახლში ჩატარებული ჩხრეკის შესახებ „არაფერი იცის“.
„არაფერი ვიცი ამის შესახებ, ეს [ინფორმაცია] დილით ვნახე, მათ რეიდი ჩაატარეს“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.
„ის მართლა დაბალი ღირებულების ადამიანია. [...] ბოლტონს ყოველთვის უნდა ადამიანების მოკვლა, და ის ძალიან ცუდია თავის საქმეში, მაგრამ ჩემთან მუშაობა მშვენივრად გამოუვიდა“, - დასძინა მან.
ჩხრეკა მერილენდში მდებარე ბოლტონის სახლში ჩატარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ბოლტონი ეროვნული უსაფრთხოების სფეროში მიმდინარე გამოძიების ფიგურანტია.