ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ში ნარკოტრაფიკი 94%-ით შემცირდა

დონალს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ამერიკაში საზღვაო გზით შემოსული ნარკოტიკების რაოდენობა 94%-ით შემცირდა.

„ნარკოტრაფიკი ოკეანითა და ზღვით 94%-ით შემცირდა“, - განაცხადა ტრამპმა თეთრი სახლიდან გაკეთებული ვიდეომიმართვის დროს.

აღსანიშნავია, რომ ტრამპმა 9 დეკემბერს განაცხადა, რომ კოლუმბიიდან და მექსიკიდან მომდინარე ნარკოტრაფიკის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყებას განიხილავს. მისი განცხადებით, ნარკოტრაფიკი ამერიკას საფრთხეს უქმნის.