1766072080
სასტიკი მკვლელობის დეტალები - ცნობილი ინფლუენსერი ქმარმა მეათე სართულიდან გადააგდო
ბრაზილიაში, სან-პაულოში, ცნობილი ინფლუენსერი, 25 წლის მარია კატიანე გომეს და სილვა, ქმარმა საცხოვრებელი კორპუსის მე-10 სართულის აივნიდან გადმოაგდო. მიღებული დაზიანებების შედეგად ახალგაზრდა ქალი ადგილზე დაიღუპა.
გამოძიების ინფორმაციით, სასტიკ მკვლელობას ცოლ-ქმარს შორის მომხდარი კამათი უძღოდა წინ. 40 წლის ალექს ლეანდრო ბისპო დოს სანტოსმა თავდაპირველად პოლიციას განუცხადა, რომ ქალმა თავი მოიკლა, თუმცა სათვალთვალო კამერების ჩანაწერები ამ ვერსიას ეწინააღმდეგება.
სანტოსი მკვლელობის ბრალდებით დანაშაულიდან 9 დღის შემდეგ დააკავეს.
ცნობილია, რომ მარია წარმოშობით სეარას შტატიდან იყო და ცოტა ხნის წინ სან-პაულოში საცხოვრებლად გადავიდა. მას წინა ურთიერთობიდან ერთი ქალიშვილი დარჩა.











