ტრამპმა დემოკრატებს „შათდაუნის“ დასრულებისკენ მოუწოდა

ტრამპი

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დემოკრატებს, ე. წ. „შათდაუნის“ დასრულებისკენ მოუწოდა. კომენტარი დონალდ ტრამპმა პალმ ბიჩიდან ვაშინგტონში ფრენისას გააკეთა.

„მათ ქვეყნის გახსნა მართებთ. იცით, ამ საკითხს 14-ჯერ ვუყარეთ კენჭი, ისინი კი ხმას ქვეყნის დახურვას აძლევენ. სულ 5 დემოკრატის თანხმობაა საჭირო, რომ მთავრობის მუშაობა აღვადგინოთ“, - განაცხადა ტრამპმა.

შეერთებულ შტატებში მთავრობის მუშაობა უკვე 33 დღეა შეჩერებულია.