1751716643
ტრამპმა და ზელენსკიმ, მათ შორის გამართული სატელეფონო საუბრის დეტალებზე ისაუბრეს

ვლადიმერ პუტინის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკი - ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი უკრაინის პრეზიდენტს ტელეფონის ესაუბრა. მთავარი განსახილველი საკითხი კვლავ ევროპის კონტინენტზე 3 წლიანი ომის დასრულება იყო. მხარეებმა თავდაცვის გაძლიერებისა და უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტის საკითხიც განიხილეს.
დონალდ ტრამპმა ისაუბრა ვლადიმერ პუტინთან გამართული სატელეფონო საუბრის შესახებ და თქვა, რომ საკითხი შეეხო სანქციების თემას, რომელიც შესაძლოა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთს დაუწესოს.
"ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის დროს შევეხეთ სანქციების საკითხს, რომელიც შესაძლოა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთს დაუწესოს. ვიტყოდი, რომ ის ამით აღფრთოვანებული არ არის. პუტინმა სხვადასხვა სანქციის მართვა შეძლო, მაგრამ სანქციების პაკეტი, რომელზეც მე ვსაუბრობ, ძალიან მკაცრია და მას ეს ზუსტად ესმის. იცის, რომ ეს შეიძლება მოხდეს, თუმცა, ამ საკითხში პროფესიონალია. ჩემი მთავარი მიზანია ამ ომის დასრულება, არ მინდა ყოველ კვირა ათასობით ჯარისკაცი იღუპებოდეს. არ უნდა კვდებოდნენ რიგითი ადამიანები. ადრე ვამბობდი, რომ კვირაში 5000 ადამიანი იღუპებოდა, ახლა ეს მაჩვენებელი ბევრად დიდია. სწორედ ამიტომ, რუსეთის მიმართ გაცილებით მკაცრი ვარ, ვიდრე ნებისმიერი სხვა ქვეყნის მიმართ." - ამბობს დონალდ ტრამპი.
დონალდ ტრამპთან გამართული სატელეფონო საუბრის შესახებ ისაუბრა ვიდეო მიმართვაში ვოლოდიმირ ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, განიხილეს სხვადასხვა პროდუქციის ერთობლივი წარმოება, რაც ორივე ქვეყანას სჭირდება.
"ვესაუბრე პრეზიდენტ ტრამპს. ჩვენს შორის მნიშვნელოვანი კომუნიკაცია შედგა. შევთანხმდით, რომ საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად, ჩვენს გუნდებს შორის უნდა შედგეს შეხვედრა. ასევე, სიღრმისეულად განვიხილეთ სხვადასხვა პროდუქციის ერთობლივი წარმოება, რაც ორივე ქვეყანას სჭირდება. საკითხი, რაზეც ახლა ყურადღებას ვამახვილებთ გამჭოლი, უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებაა, ასევე გვჭირდება მეტი მოსამზადებელი კურსი ჩვენი ოპერატორებისთვის, რომლებიც დრონებს მართავენ. ეს არის მთავარი ამოცანა, რომელიც აუცილებლად უნდა შევასრულოთ," - ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.